დიმიტრი შაშკინი საქართველოს რეგიონის სკოლების დირექტორებს შეხვდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დიმიტრი შაშკინი საქართველოს რეგიონის სკოლების დირექტორებს შეხვდა სიახლე
7-03-2010, 01:35
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 500-მდე სკოლის დირექტორს შეხვდა.

მინისტრმა დირექტორების პრობლემები პირადად მოისმინა და ყველა საკითხის გადაჭრაში დახმარებას დაჰპირდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში არსებული ყველა საკითხის მოგვარება დიალოგის რეჟიმში ხდება. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, რადგან სამინისტრო მაქსიმალურად ითვალისწინებს პედაგოგებისა და დირექტორების მოსაზრებებს", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

სკოლის დირექტორებისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შეხვედრა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" განათლების პროფესიული სინდიკატისა და განათლების ლიდერთა ლიგის ორგანიზებით მოხდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც სკოლის დირექტორების წინაშე არსებულ პრობლემებს, ასევე სკოლების განვითარების საკითხებს და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს.
 
 

ასევე:

  • მინისტრი კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა
  • დიმიტრი შაშკინი შეფასების ცენტრის საქმიანობის ანგარიშს დაესწრება
  • დიმიტრი შაშკინი ყირგიზ ბიზნესმენებს შეხვდა
  • დიმიტრი შაშკინი 300-მდე მეთერთმეტეკლასელს შეხვდა
  • დიმიტრი შაშკინი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge