დიმიტრი შაშკინი ყირგიზ ბიზნესმენებს შეხვდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დიმიტრი შაშკინი ყირგიზ ბიზნესმენებს შეხვდა სიახლე
2-12-2011, 15:12
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ყირგიზ ბიზნესმენებს შეხვდა და პირადად გააცნო ის რეფორმები, რომელიც ჩვენი ქვეყანის განათლებისა და მეცნირების სფეროში მიმდინარეობს.

ყირგიზი ბიზნესმენების საქართველოში ვიზიტის მიზანს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებისა და ერთობლივი ბიზნესპროექტების განხორციელება წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, უცხოელი სტუმრებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე რეფორმების, მათ შორის განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის გაცნობა.

უცხოელი სტუმრები თითქმის ყველა სიახლით დაინტერესდნენ და თითოეულ მათგანზე მაქსიმალური ინფორმაცია მიიღეს. ყირგიზელი ბიზნესმენებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო ის პროექტები აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაუმჯობესებისა და სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლების კუთხით განახორციელა.

ყირგიზეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით არსებულ მგომარეობას და მეცნიერების განვითარების კუთხით დანერგილ პროექტებსაც გაეცნენ.

დიმიტრი შაშკინმა დადებითად შეაფასა ყირგიზ ბიზნესმენებთან შეხვედრა და განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებთან წარმატებულ თანამშრომლობას სწორედ ის გარდაქმნები განაპირობებენ, რომელიც საქართველოში განხორციელდა.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • დიმიტრი შაშკინი საქართველოს რეგიონის სკოლების დირექტორებს შეხვდა
  • დიმიტრი შაშკინი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა
  • განათლების მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა
  • დიმიტრი შაშკინი 300-მდე მეთერთმეტეკლასელს შეხვდა
  • მინისტრი კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge