სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სტუდენტებს და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი საწავლებლების რექტორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები.
შეხვედრაზე მინისტრმა განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება უმაღლესი განათლების კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა.