განათლების მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

განათლების მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა სიახლე
2-06-2012, 23:58
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორს, აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მრჩეველს სამეცნიერო საკითხებში რიტა კოლველს და მასთან ერთად საქართველოში მყოფ დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სმინისტრო ავრცელბს.

შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო და კვლევითი საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის მომავალ გეგმებზე იმსჯელეს. რიტა კოლველმა დადებითად შეაფასა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს და მკვლევარებს სახელმწიფოსგან მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ. ამერიკული წამყვანი სამეცნიერო წრეების მონაწილეობით დაიგეგმა რამდენიმე ღონისძიება, რომელიც ახლო მომავალში განხორციელდება.

დიმიტრი შაშკინმა აშშ-ის დელეგაციას დეტალურად გააცნო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიზნები და ის პროგრამები, რომლებიც მეცნიერების მიმართულებით ხორციელდება.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • 16-მა ახალგაზრდა მეცნიერმა საზღვარგარეთ სტაჟირება წარმატებით გაიარა
  • ახალგაზრდა მეცნიერებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცეს
  • ახალგაზრდა მეცნიერებისთვის გრანტების კონკურსი გამოცხადდა
  • საერთაშოროსო კონფერენციებზე საქართველოდან 52 მეცნიერი გაემგზავრება
  • სკოლებში მეცნიერთა საჯარო ლექციები გრძელდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge