« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
სკოლებში მეცნიერთა საჯარო ლექციები გრძელდება |
სიახლე |
|
|
4-04-2011, 15:10
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური თბილისის N42 ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ლექციას დაესწრნენ.
საჯარო ლექცია მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო დავინჩი” ფარგლებში გაიმართა. სკოლის მოსწავლეების სწავლის დონის ამაღლების, მეცნიერებით დაინტერესებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ფიზიკა–მატემატიკის მეცნიერებათა დოქტორი კახა თავზარაშვილი მოსწავლეებს ყოფით ცხოვრებაში საინფორმაციო და ნანო ტექნოლოგიების როლზე ესაუბრა.
სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ინიცირებული კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” ფარგლებში საჯარო ლექციები 2011 წლის 2 მარტიდან მიმდინარეობს. აქცია საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და მასში სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების 40-ზე მეტი ქართველი მეცნიერი მონაწილეობს.
კონკურსის ”ლეონარდო დავინჩი” მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირება, ინოვაციისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ ინტერესის გაღვივება და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
კოკა სეფერთელაძემ და სულხან სისაურმა მოზარდებს მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის პირობები კიდევ ერთხელ დეტალურად გააცნეს და მათ კონკურსში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. Mes.gov.ge |
|
|
|
|
|
|
|
|
|
ასევე:
გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი” ცხადდებაახალგაზრდა მეცნიერებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცეს16-მა ახალგაზრდა მეცნიერმა საზღვარგარეთ სტაჟირება წარმატებით გაიარაახალგაზრდა მეცნიერებისთვის გრანტების კონკურსი გამოცხადდაახალგაზრდა მეცნიერები უცხოეთში სამეცნიერო-კვლევით სტაჟირებას გაივლიან
|
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|