განათლების სამინისტროში ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

განათლების სამინისტროში ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო სიახლე
22-01-2012, 03:24
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო. განათლების სფეროში გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს:

საქართველოში საერთაშორისო IBI ბაკალავრიატის ამოქმედება;

როგორ ემზადებიან უმაღლესები ინგლისური ენის B1, B2 დონის გამოცდებისთვის (2015 წლიდან სტუდენტებს ბაკალავრის დიპლომის მისაღებად ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება B1, B2 დონეზე მოუწევთ);

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დახვეწა;

უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში უცხოელი ლექტორების მოწვევა;

სასწავლო დაწესებულებათა აკრედიტაციის პროცესი;

წარმატებული სპორტმენებისთვის უმაღლესებში ჩარიცხვისას ქვოტების დადგენა;

უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ბაზაზე პროფესიული კოლეჯების დაარსების შესაძლებლობა;

საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების დახვეწა.

სამინისტროში სპეციალური კომისია გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით შეიქმნა, მის შემადგენლობაში არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს წარმომადგენლები, საქართველოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები. კომისია იმ პრიორიტეტებს შეიმუშავებს, რომელთაც სამინისტრო მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ეტაპობრივად განახორციელებს.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გრძელდება
  • უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის სწავლება სავალდებულო ხდება
  • მინისტრმა მთავრობის წევრებს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა წარუდგინა
  • განათლების სამინისტროში დავების შესწავლის მიზნით კომისია შეიქმნება
  • საქართველო და სომხეთი განათლების სფეროში ითანამშრომლებენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge