განათლების სამინისტროში დავების შესწავლის მიზნით კომისია შეიქმნება » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

განათლების სამინისტროში დავების შესწავლის მიზნით კომისია შეიქმნება სიახლე
30-10-2012, 22:58
მინისტრ გიორგი მარგველაშვილის ბრძანებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განათლების უწყებიდან გათავისუფლებული ადამიანების დავების შესასწავლის მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნება. როგორც განათლების მინისტრი გავრცელებულ მიმარვაში აცხადებს, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაყოფა აღარ მოხდება.
"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის მისამართით უამრავი წერილი შემოდის პედაგოგების, ლექტორების, დირექტორებისა და განათლების სისტემაში მომუშავე იმ წარმომადგენლებისგან, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში სამსახურიდან არიან გათავისუფლებულნი. განმცხადებელთა უმრავლესობა მათი დათხოვნის საფუძვლად პოლიტიკურ შეხედულებას ასახელებს და სამუშაო ადგილზე აღდგენას ითხოს. მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ვთვლი, რომ იმ ავტორიტატულ სისტემაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფებოდა, ყველა მხარე სისტემის მსხვერპლია. ჩვენი პოლიტიკა რადიკალურად განსხვავებულია და გვინდა, რომ მთელს საზოგადოებაში და განსაკუთრებით განათლების სფეროში აღარ მოხდეს პოლიტიკური ნიშნით დაყოფა. განათლების სისტემა უნდა ემსახურებოდეს მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებას, და ისინი უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ გარემოში", _აცხადებს მარგველაშვილი.

მიმართვაში ნათქვამია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უშუალოდ მინისტრის ბრძანებით შეიქმნება სპეციალური კომისია.

"ეს კომისია არსებულ დავებს გაეცნობა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ჩემთან ერთად. ამ კომისიის მიზანია მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული დავის სასამართლო უწყებაში გადატანის რაოდენობა", აცხადებს მარველაშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ ყველა გაგებით მოეკიდება და გაითვალისწინებს მის რჩევას და მალე დაუბრუნდება თავის საქმიანობას.

"პროფესიონალი პედაგოგები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი საზოგადეობისთვის და რაც მთავარია, თქვენ უნდა მოახმაროთ და გადასცეთ თქვენი ცოდნა ჩვენს მომავალ თაობას", - ნათქვამია მიმართვაში.
 
 

ასევე:

  • განათლების სამინისტროში ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო
  • ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გრძელდება
  • საპატრიარქოში წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ მასალის შემსწავლელი კომისია შეიქმნება
  • განათლების სამინისტროში აბიტურიენტებთან შეხვედრა ჩატარდა
  • განათლების სამინისტროში მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge