განათლების სამინისტროში მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

განათლების სამინისტროში მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა სიახლე
6-05-2010, 00:35
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროსთან შექმნილი მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ მრჩეველთა საბჭოს სრული ათწევრიანი შემადგენლობა საზოგადოებას საბჭოს პირველ სხდომაზე წარუდგინეს.

მრჩეველთა საბჭო საზოგადოებისთვის ცნობილი და ღვაწლმოსილი პირებისგან დაკომპლექტდა. შაშკინის განცხადებით, აკადემიკოსები, ღვაწლმოსილი პედაგოგები, ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლები ამიერიდან განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩაერთვებიან. აკადემიკოსი ლევან ალექსიძე, აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე, პროფესორი თედო ნინიძე, პროფესორი ანზორ ხელაშვილი, დამსახურებული პედაგოგები ლიანა შეწირული, ლია ჭანკვეტაძე, მზია ხიტირი და თინათინ ჯიშიაშვილი, სახელმწიფო მართვის მაგისტრი, საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ექიმი-პედიატრი ნუგზარ უბერი, სადაზღვევო ჯგუფის "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას'' გენერალური დირექტორი ნიკოლოზ რამიშვილი რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და განათლების მინისტრს წარუდგენენ.

მრჩეველთა საბჭოს პირველ სხდომაზე რეფორმების მიმდინარეობაზე, ცვლილებებზე ეროვნულ სასწავლო გეგმაში, მასწავლებელთა სერტიფიცირებასა და სხვა საკითხებზე იმსჯელეს. საბჭოს წევრების მოსაზრებით, სამინისტროს გახსნილობა და პროცესში გამოცდილი ადამიანების ჩართულობა რეფორმების წარმატებით განხორციელების საწინდარია.

შაშკინის განცხადებით, რეფორმების მიმდინარეობის პროცესში აუცილებელია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ასევე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას ღვაწლმოსილი, დამსახურებული და პროფესიონალი ადამიანების გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება.

"მოხარული ვარ, რომ მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა სწორედ ასეთი პირებისგანაა დაკომპლექტებული'', - აღნიშნა შაშკინმა.

როგორც დღევანდელ სხდომაზე ითქვა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შექმნილი მრჩეველთა საბჭო სისტემატურად შეიკრიბება, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარუდგენს.
ghn.ge
 
 

ასევე:

  • ღვაწლმოსილი პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ
  • პროფესორი ლევან იმნაიშვილი საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა
  • იგორ კვესელავა საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა
  • სტუ-ის ღვაწლმოსილი პროფესორები დააჯილდოვეს
  • სტუ-ის პროფესორები დაჯილდოვდნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge