საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორები საპატიო დოპლომებით დაჯილდოვდნენ. თეიმურაზ ფანჯიკიძესა და ჯონი ბიჭიაშვილს ჯილდო აკადემიური საბჭოს სხდომაზე რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.
თეიმურაზ ფანჯიკიძე არის სტუ-ის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი, ფსიქოლოგიის სექტორის კოორდინატორი, სტუ-ის სოციოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი.
სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პროფესორმა, ჯონი ბიჭიაშვილმა, 1070 წლიდან მუშაობს უნივერსიტეტში (მაშინდელი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი). 1998-2006 წლებში იყო სპეციალიზებული სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. გამოქვეყნებული აქვს 160-მდე სამეცნიერო ნაშრომი, 10 მონოგრაფია, სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო.