სტუ-ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ სტუ
16-03-2012, 22:46
სტუ-ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუ-ის პროფესორები - დემურ დანელია, ნოდარ ჯიბლაძე და ნოდარ ნარიმანაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

სტუ-ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ ჯილდო ნოდარ ჯიბლაძეს დაბადებიდან 70, ნოდარ ნარიმანაშვილს - 65, დემურ დანელიას კი 75 წლს შესრულებასთან დაკავშირებით გადაეცა. ჯილდო პროფესორებს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის პროფესორი ნოდარ ჯიბლაძე 1942 წლის 20 თებერვალს ბათუმში დაიბადა. 1964 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

1965-1966 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური კიბერნეტიკის ლაბორატორიის გამოთვლითი მანქანების განყოფილების ინჟინერი, 1966-1969 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის ასპირანტი, 1969-1971 წწ. - საქ. მეც. აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1971-1973 წწ. - სამეცნიერო-საწარმო გაერთიანება "მიონის” მანქანური დაპროექტების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1973-1983 წწ. "მიონის” ლაბორატორიის უფროსი, 1983- 1991 წწ. - "მიონის” ელექტრონულ ნაკეთობათა დაპროექტების ავტომატიზებული სისტემების შემუშავებისა და ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი, 1991-2000 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის დოცენტი, 2000 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის პროფესორი. აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 1973-1991 წლებში სსგ "მიონში" შესრულებული სახელმწიფო მნიშვნელობის 12 თემის მეცნიერ-ხელმძღვანელი და მთავარი კონსტრუქტორია.

1971 წლიდან არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. სადისერტაციო თემა – "სტატიკური ოპტიმიზაციის წრფივი და არაწრფივი ამოცანების გადაწყვეტის ზოგიერთი ახალი მეთოდები", 1999 წლიდან ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორი, სადოქტორო დისერტაციის თემა – "ოპტიმიზაციის მიახლოებითი მეთოდების შემუშავება და მათი გამოყენება დაპროექტებისა და მართვის სისტემებში".

ნოდარ ნარიმანაშვილი საინჟინრო კიბერნეტიკისა და ხელსაწყოთმშენებლობის დეპარტამენტის
მართვის სისტემებისა და რობოტოტექნიკის მიმართულების (N 71) ასოცირებული პროფესორია.

სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორია დემურ დანელიაც.
 
 

ასევე:

  • ღვაწლმოსილი პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ
  • სტუ–ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ
  • სტუ-ში ღვაწლმოსლი პროფესორები დააჯილდოვეს
  • სტუ-ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ
  • ივერ ფრანგიშვილის დაბადებიდან 82 წელი შესრულდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge