სტუ-ში ღვაწლმოსლი პროფესორები დააჯილდოვეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში ღვაწლმოსლი პროფესორები დააჯილდოვეს სტუ
22-06-2012, 14:21
სტუ-ში ღვაწლმოსლი პროფესორები დააჯილდოვეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე ღვაწლმოსლი პროფესორები დააჯილდოვეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, სტუდენტ-ახალგაზრდების აღზრდაში გაწეული დიდი წვლილისთვის, სტუ-ის პროფესორები - როლანდ ლეკიშვილი (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი) და ნოდარ ქაჯაია (სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ჯილდო პროფესორებს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.

პროფესორი ნოდარ ქაჯაია დაიბადა 1937 წელს ქ. თბილისში. ქუთაისის ვაჟთა I საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1956 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1961 წელს დაამთავრა წიაღისელის საბადოების გეოლგიისა და ძიების სპეციალობით და მიენიჭა სამთო ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაცია. 1961-63 წლებში იგი სახელმწიფო განაწილებით მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტის «საქქალაქმშენსახპროექტის» გეოლგიურ განყოფილებაში ინჟინერ-გეოლოგის თანამდებობაზე. ორი წლის შემდეგ ნ. ქაჯაია დაუბრუნდა თავის მშობლიურ «სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიისა და ძიების» #28 კათედრას, სადაც იგი დღემდე მოღვაწეობს ჯერ როგორც ასპირანტი წარმოებიდან მოწყვეტით, შემდეგ მეცნიერ-მუშაკი, ლაბორატორიის გამგე და დოცენტი. 1997 წელს იგი აირჩიეს ამავე კათედრის გამგედ, ხოლო 2002 წლს ბრძანებით მიენიჭა პროფესორის წოდება. 2006 წლიდან დღემდე იგი კონკურსით არჩეული სრული პროფესორი და საბადოების გეოლოგიისა და ძიების #28 მიმართულების ხელმძღვანელია. 1978-82 და 1989-93 წლებში იგი საკავშირო სამინისტროს მიერ მივლინებული იყო ალჟირის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში ფრანგულ ენაზე კითხულობდა ლექციებს და ხელმძღვანელობდა საბადოების გეოლოგიისა და ძიების მიმართულებას. იგი 50-ზე მეტი ნაშრომის ავტორია. მათ შორის სამი დამხმარე სახელმძღვანელოა (ორი ფრანგულ ენაზე). ამჟამად იგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლის ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში გამოყენებითი გეოლოგიის მაპროფილებელ დისციპლინებს და ხელმძღვანელობს მაგისტრებსა და დოქტორანტებს. მისი ხელმძღვანელობით კურსდამთავრებული ათი მაგისტრიდან რვა მუშაობს სპეციალობით საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით (ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროები, მადნეულის კომბინატი და აჭარის გეოლოგიური სამსახური). 2001 წელს დ. ბლუაშვილმა მისი ხელმძღვანელობით ბრწყინვალედ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და ამჟამად მეორედ არჩეული ასოცირებული პროფესორია. სრული პროფესორი ნოდარ ქაჯაია წარმატებით აგრძელებს პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას.


სტუ-ში ღვაწლმოსლი პროფესორები დააჯილდოვეს სტუ-ში ღვაწლმოსლი პროფესორები დააჯილდოვეს
 
 

ასევე:

  • ღვაწლმოსლი პროფესორი საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა
  • სტუ-ის პროფესორები დაჯილდოვდნენ
  • პროფესორი ლევან იმნაიშვილი საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა
  • სტუ-ის პროფსორები დააჯილდოვეს
  • სტუ-ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge