სტუ-ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ სტუ
10-04-2012, 14:22
სტუ-ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, სტუდენტ-ახალგაზრდების აღზრდაში გაწეული დიდი წვლილისთვის, სტუ-ის პროფესორები - ნოდარ მახვილაძე და ჯონდო შარიქაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ჯილდო პროფესორებს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.

სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტის თეორიული მექანიკის მიმართულების (N 4) სრული პროფესორს, ნოდარ მახვილაძეს წელს დაბადებიდან 80 წელი უსრულდება. მას ეკუთვნის ფუნდამენტური ნაშრომები - “მათემატიკა, მექანიკა”, “მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი”, “მსოფლიოს მექანიკოსები მექანიკის სათავეებთან”. მახვილაძის უშუალო მონაწილეობით შეიქმნა წიგნები: XX საუკუნის ქართველი მათემატიკოსები, მექანიკოსები და ინჟინერ-მექანიკოსები”, “მათემატიკის, მექანიკისა და საინჟინრო მექანიკის განვითარება საქართველოში” და მრავალი სხვა. ამ წიგნების მიზანია, გააცნოს მკითხველს მექანიკის განვითარების ისტორიული პროცესი. მკითხველს მიაწოდოს ცნობები მათემატიკის სხვადასხვა დარგში გამოყენებული მრავალი მათემატიკური ტერმინის წარმოშობისა და შინაარსის შესახებ და ბევრი სხვა ცნობა თუ ფაქტი მათემატიკასა და მექანიკაში. მახვილაძე თეორიული მექანიკის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია.

სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორია ჯონდო შარიქაძეც. შარიქაძეს წელს დაბადებიდან 80 წელი უსრულდება. იგი სითხის, გაზისა და პლაზმის მექანიკის დარგის აღიარებული მეცნიერია. შარიქაძის თაოსნობით, ჯერ კიდევ 50-იანი წლების ბოლოს, საქართველოში პირველად, დაიწყო კვლევები მაგნიტური ჰიდროდინამიკის დარგში. მის სახელს უკავშირდება მაგნიტური ჰიდროდინამიკის პირველი ქართული სკოლის შექმნაც. ამ სკოლის წარმომადგენლები წარმატებით მოღვაწეობენ როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ისე საზღვარგარეთ. შარიქაძე რამდენიმეჯერ იყო მიწვეული ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ბულგარეთსა და უნგრეთში ლექციების წასაკითხად (მაგნიტურ ჰიდროდინამიკაში). მრავალი წელია, კითხულობს ლექციებს თეორიულ მექანიკაში, ანალიზურ მექანიკასა და მაგნიტურ ჰიდროდინამიკაში. შარიქაძე 2005-2009 წლებში იყო საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი. ამჟამად საქართველოს მათემატიკოსთა კავშირისა და საქარტველოს მექანიკოსთა კავშირის პრეზიდიუმის წევრია.
 
 

ასევე:

  • სტუ-ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დააჯილდოვეს
  • სტუ-ის პროფესორები დაჯილდოვდნენ
  • პროფესორი ლევან იმნაიშვილი საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა
  • სტუ-ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ
  • ღვაწლმოსილი პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge