20 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.
სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების პროექტი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 16 დეკემბრის დადგენილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული მრავალწლიანი აქტიური და ნაყოფიერი სასწავლო–აღმზრდელობითი მუშაობისთვის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი გიორგი ჯაფარიძე და ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი გურამ მახარაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ. მათ დიპლომები რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.
აღსანიშნავია, რომ 16 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული მრავალწლიანი აქტიური და ნაყოფიერი სასწავლო–აღმზრდელობითი მუშაობისთვის დაჯილდოვდნენ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ღვაწლმოსილი პროფესორ-მასწავლებლები: თინა შაქარაშვილი, ცისანა გოგუაძე, ირაკლი სულაძე, ჯემალ შენგელია, ნელი ღონღაძე, ალექსანდრე გორდეზიანი, არტურ სულამანიძე.