განათლების სამინისტროში აბიტურიენტებთან შეხვედრა ჩატარდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

განათლების სამინისტროში აბიტურიენტებთან შეხვედრა ჩატარდა სიახლე
4-09-2012, 23:24
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა შეხვედრა იმ აბიტურიენტებთან, რომლებიც 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. აბიტურიენტებს განემარტათ, რომ კანონმდებლობით განსაზღვრულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. უნივერსიტეტს არა აქვს უფლება, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის დააწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაწიოს, თუმცა, უფლებამოსილია ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის ფაკულტეტების მიხედვით გაზარდოს განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

აბიტურიენტს უფლება ჰქონდა აერჩია 20 ფაკულტეტი. არჩევანს თითოეული მათგანი პრიორიტეტულობის პრინციპის დაცვით აკეთებს. პრიორიტეტულობის პრინციპი ნიშნავს აბიტურიენტისთვის სასურველი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ჩამონათვალის დადგენას პრიორიტეტული რიგითობით.

რაც შეეხება ზემოაღნიშნული ჩამონათვალით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა სხვა დაწესებულებაში ჩარიცხვის შესაძლებლობას, აბიტურიენტებს განემარტათ, რომ დამატებითი (მეორადი) ჩარიცხვები კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, რის გამოც სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნა.

დამატებით მათ განემარტათ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების შედეგების საფუძველზე შესაძლებელია მათი პროფესიული განათლების IV-V საფეხურზე ჩარიცხვა.
 
 

ასევე:

  • მეორადი ჩარიცხვები
  • 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო
  • რანჟირებული სია
  • გამოცდების ქულებისა და ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება
  • პროფესიული პროგრამების ჩამონათვალი გამოქვეყნდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge