მეორადი ჩარიცხვები » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მეორადი ჩარიცხვები სიახლე
11-09-2012, 15:42
მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც 4 გამოცდაში (3 სავალდებულო და 1 არჩევითი საგანი) გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, უფლება აქვთ გააკეთონ ხელახალი არჩევანი და შესაბამისი კონკურსის გათვალისწინებით მოხვდენენ უმაღლეს სასწავლებლებში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათი განცხადებით, ონლიანრეგისტრაცია შესაძლებელი იქნება გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge. რეგისტრაცია დაიწყება 11 სექტემბერს 10:00 სთ-დან და გაგრძელდება 13 სექტემბრის 18:00 სთ-მდე.

ამასთან, ხელახალი რეგისტრაცია აღარ არის საჭირო, აბიტურიენტები გამოიყენებენ იმავე ელექტრონულ ფოსტას და პაროლს, რაც ჰქონდათ პირველადი რეგისტრაციის დროს (პაროლის დავიწყების შემთხევაში, დარეკეთ ცხელ ხაზზე: 2 47 33 33).

აბიტურიენტს უფლება აქვს აირჩიოს საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პროგრამა, არა უმეტეს ოცისა.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენთვის სასურველი პროგრამების ჩამონათვალის გაკეთებისას, უფლება გაქვთ აირჩიოთ მხოლოდ ის საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც უმაღლეს დაწესებულებას მეოთხე არჩევით საგნად მითითებული აქვს ის საგანი, რომელიც ჩააბარეთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და გადალახეთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ჩარიცხვა მოხდება საკონკურსო ქულის გათვალისწინებით.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • განათლების სამინისტროში აბიტურიენტებთან შეხვედრა ჩატარდა
  • უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩენლ აბიტურიენტებს ახალი შანსი ეძლევათ
  • რანჟირებული სია
  • უმაღლეს სასწავლებლებში ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი გამოქვეყნდა
  • მეორადი ჩარიცხვების დროს ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი გამოქვეყნდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge