უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩენლ აბიტურიენტებს ახალი შანსი ეძლევათ » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩენლ აბიტურიენტებს ახალი შანსი ეძლევათ სიახლე
8-09-2012, 20:07
უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩენლ აბიტურიენტებს ახალი შანსი ეძლევათ. ამასტან დაკავშირებით, საქართველოს გნათლებისა და მეცნიერების სამინისტო განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში 24 000 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ზოგიერთ პროგრამაზე საკმაოდ მაღალი კონკურსის გამო აბიტურიენტთა ნაწილი, რომელთაც დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ. შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში დარჩენილია ვაკანტური ადგილები.

წელს პირველად, უმაღლეს სასწავლებლებში მეორადი ჩარიცხვები არ განხორციელებულა. არაინფორმირებულობისა და გამოუცდელობის გამო, აბიტურიენტთა ნაწილმა არასრულად აირჩია სასურველი პროგრამები და ვერ ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება: იმ აბიტურიენტებს, რომელთაც 4 გამოცდაში დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, მიეცეთ საშუალება ხელახალი არჩევანი გააკეთონ და მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში.

დაინტერესებული პირების საყურადღებოდ - ხელახალი ონლაინ რეგისტაცია მხოლოდ ამ კატეგორიის აბიტურიენტებისათვის 11 სექტემბრიდან დაიწყება და 14 სექტემბრამდე გასტანს. დეტალური ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტოროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე განთავსდება.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • მეორადი ჩარიცხვები
  • უმაღლეს სასწავლებლებში ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი გამოქვეყნდა
  • უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ აბიტურიენტთა სია დღეს გამოქვეყნდება
  • აბიტურიენტთა განმეორებითი განცხადებების მიღება იწყება
  • მეორადი ჩარიცხვის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge