საპატრიარქოში წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ მასალის შემსწავლელი კომისია შეიქმნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საპატრიარქოში წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ მასალის შემსწავლელი კომისია შეიქმნება სიახლე
23-12-2010, 03:56
საპატრიარქოში შეიქმნება წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ შემოსული მასალის შემსწავლელი კომისია.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წმინდა სინოდის განჩინებით, კომისია შემდეგი შემადგენლობით: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი).

როგორც სასულიერო პირები განმარტავენ, კანონიზაციის ძირითადი პრაქტიკა ასეთია: ჯერ დაწვრილებით განიხილება წმინდანად შერაცხვის სასურველი კანდიდატის ცხოვრების ბიოგრაფია და მისი ზეპირი თუ წერილობითი ფორმის ნააზრევი, რომელშიც კაცობრივი უძლურებით რა ცოდვაცა თუ ცდომილებაც ჰქონდა დაშვებული, შესაბამისი საჯარო სინანულით აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამოსყიდული (ასეთი შემთხვევები თვით ყველასგან ერთხმად აღიარებულ წმინდანთა შორისაც გვხვდება); თუ ფიზიკურად არსებობს მისი მიწაში დაფლული ნეშტი, როგორც წესი, გარკვეული გამოსაცდელი დროის გასვლის შემდეგ საფლავი ითხრება მკვდარი სხეულის განუხრწნელობისა თუ კეთილსურნელების დადგენის თვალსაზრისით; მის მიერ სიცოცხლეში უნდა აღსრულებულიყო და ასევე, გარდაცვალების შემდეგ უნდა აღესრულებოდეს არაბუნებრივი კეთილქმედებანი ანუ სასწაულები.

წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური თუ სხვა მიზნით ვინმეს მხოლოდ ამქვეყნიურ ეკლესიაში ,,წმინდანად“ გამოცხადება წარმოადგენს სიწმინდეთმკრეხელობის ცოდვას, რომლითაც უფლის შემდეგ შეურაცხიყოფა ის პიროვნებაც, ვის გაწმინდანებასაც ამაოდ ცდილობენ.
ghn
 
 

ასევე:

  • წმინდა სინოდი აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვის საკითხს განიხილავს
  • განათლების სამინისტროში დავების შესწავლის მიზნით კომისია შეიქმნება
  • "რუსთაველის ფონდის" ნაცვლად "შოთა რუსთაველის ეროვნულ-სამეცნიერო ფონდი" შეიქმნება
  • საპატრიარქოში ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური ამოქმედდება
  • მეუფე ანანია სტუ-ში საჯარო ლექციას წაიკითხავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge