|
19-02-2010, 22:32
საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლებისთვს ერთიანი სასწავლო გეგმა შემუშავდება. ამის შესახებ დიაპსორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ განაცხადა. "საკვირაო სკოლები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არ არის ჩართული, შესაბამისად, მათ ის სასწავლო გეგმა, რითიც საქართველოში არსებულ საჯარო სკოლებში მიმდინარეობს სწავლება, არ გააჩნიათ. ჩვენ ვგეგმავთ, განათლების სამინისტროსთან ერთად ერთიანი სასწავლო გეგმა შევიმუშაოთ და ის საზღვარგარეთ არსებულ საკვირაო სკოლებში დავნერგოთ", - განმარტა დავითაიამ. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხოდმაზე მინისტრთა კაბინეტს 2010 წლის სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტები გააცნო. სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ერთ-ერთი პრიორიტეტი უცხოეთში მცხოვრები ქართველი დიასპორის მიერ საქართველოში ინვესტიციების ჩადება და "მათი ღირსეულად დაბრუნებისთვის მშობლიურ ქვეყანაში შესაბამისი ბაზის მათ მიერვე შექმნა იქნება". |
|