|
14-11-2010, 02:36
14 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სახალხო ზეიმი „აფხაზეთობა 2010" გაიმართება.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მთელი დღის განმავლობაში კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდება. მასში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აფხაზეთის ახალგარზდული კაპელა, ცნობილი ქართველი მომღერლები, აფხაზეთის შემოქმედებითი ჯგუფები და ბავშვთა ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.
11:00 საათზე აფხაზეთის მხატვრების ნამუშევრების, მოზარდების ხელნაკეთი ნივთების, ასევე წიგნების გამოფენა მოეწყობა.
12:00 საათზე შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში წარმოადგენს ჩრდილების სახელმწიფო თეატრი სპექტაკლს „აფხაზეთი - წელიწადის ოთხი დრო".
13:00 საათზე მუზეუმის ამფითეატრში, აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა თეატრი გამართავს სპექტაკლის „გამარჯობა სოხუმო" ჩვენებას.
14:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ქართულ-აფხაზური ტრადიციული ქორწილი გაიმართება.
სახალხო ზეიმი „აფხაზეთობა 2010" 16:00 საათზე, გალაკონცერტით დასრულდება.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს, კუს ტბის ასახვევიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე, მთელი დღის განმავლობაში უფასო ავტობუსები მოემსახურება.
ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ეროვნული მუზეუმი. აფხაზეთობას საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი ზელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
სახალხო ზეიმი „აფხაზეთობა" აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით 2009 წლიდან იმართება. ghn |
|