|
22-12-2009, 01:18
/IPN/ კლუბ “ტრიუმფში“სილამაზის კონკურსი “მის აფხაზეთი - 2009“ გაიმართა. კონკურსი, რომელიც 1995 წლის შემდეგ არ გამართულა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. სამოდელო სააგენტო “ტოპ-ბიუთიმ“ დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში შერჩეული 18 გოგონადან 5 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა. ეს ნომინაციებია: “მის აფხაზეთი“, “ვიცე მის აფხაზეთი“, “მაყურებლის სიმპათია“, “სმს გამარჯვებული“ და სამინისტროს სპეციალური ნომინაცია “მის მშვიდობა“. “მის აფხაზეთს“, 17 წლის მარიამ კილასონიას, ეროვნული ზარაფხანის მიერ დამზადებული სპეციალური ოქროს გვირგვინი და ეგვიპტეში ორკაციანი საგზური გადაეცა. “ვიცე მის აფხაზეთი” გახდა ქრისტი ჩხარტიშვილი, “მის მშვიდობა” – თამთა გოგელაშვილი, “მაყურებლის სიმპათია” – ასევე მარიამ კილასონია, “სმს გამარჯვებული” – ლანდა კორძაია. გამარჯვებულები საპატიო ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი გიორგი ბარამიაც შედიოდა. სილამაზის კონკურსი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერას, აფხაზეთის თემის პოპულარიზაციასა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით როგორც ქართული და აფხაზური, ასევე საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას ისახავდა მიზნად. |
|