|
25-10-2010, 01:02
სასტუმრო "რედისონში" თბილისის საერთაშორისო კონკურსის, "არქიტექტურული პრემია 2010"-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
"ზარაფხანის" მიერ დამზადებული სპეციალური პრიზი ქალაქგეგმარებითი პროექტის ნომინაციაში გამარჯვებულ არქიტექტორს, დავით ცუცქირიძეს საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმა გადასცა. კონკურსზე ცუცქირიძემ წარადგინა გლდანის ტბის განაშენიანების პროექტი, სახელწოდებით "თეთრი ტბა". დანარჩენი გამარჯვებული კონკურსანტები კი სიგელებით დაჯილდოვდნენ.
2010 წლის არქიტექტურულ კონკურსში 248 არქიტექტორი და დიზაინერი მონაწილეობდა, რომლებმაც 360 საკონკურსო პროექტი წარადგინეს. ჟიურიმ ნამუშევრები 17 ნომინაციაში შეარჩია.
კონკურსი არქიტექტორების სტიმულირების, მათი ნამუშევრების პოპულარიზაციის, საუკეთესო არქიტექტურული პროექტების გამოვლენის მიზნით, "არქიტექტორთა კლუბის" და ჟურნალი "სტილის" ინიციატივით ჩატარდა. კონკურსის მხარდამჭერია თბილისის მერია. არქიტექტურულ პრემიას საფუძველი 2006 წელს ჩაეყარა. ipn |
|