სტუ-ის სტუდენტებმა ერევანში გამართულ კონკურსზე წარმატება მოიპოვეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის სტუდენტებმა ერევანში გამართულ კონკურსზე წარმატება მოიპოვეს სტუ
3-11-2011, 13:18
სტუ-ის სტუდენტებმა ერევანში გამართულ კონკურსზე წარმატება მოიპოვეს 16-იდან 23 ოქტომბრამდე სომხეთის დედაქალაქ ერევანში, ერევნის არქიტექტურის და მშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 90 წლის საიუბილეო დღეების ფარგლებში, ჩატარდა უმაღლესი არქიტექტურული სკოლების 2011 წლის კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების XX საერთაშორისო დათვალიერება-კონკურსი არქიტექტურასა და დიზაინში.

სტუ-ის სტუდენტებმა ერევანში გამართულ კონკურსზე წარმატება მოიპოვეს პარალელურად მიმდინარეობდა სამეცნიერო კონფერენცია “ევროპულ არქიტექტურულ განათლებაში ინტეგრაცია რეგიონალური თავისებურებების გათვალისწინებით”, რომელიც არქიტექტურული განათლების პრობლემებს მიეძღვნა.

სტუ-ის სტუდენტებმა ერევანში გამართულ კონკურსზე წარმატება მოიპოვესკონკურსზე წარმოდგენილი იყო 78 არქიტექტურული სკოლის 565 ნამუშევარი, მათ შორის უკრაინიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, იტალიდან და ესპანეთიდან.

სტუ-ის სტუდენტებმა ერევანში გამართულ კონკურსზე წარმატება მოიპოვეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტმა კონკურსზე წარადგინა 6 სადიპლომო ნამუშევარი, რომელთაგან 3-3 სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომი იყო. ჩვენმა წარგზავნილებმა ამ დათვალიერება-კონკურსზე დიდ, აქამდე არნახულ წარმატებას მიაღწიეს. საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით I პრემია დაიმსახურეს მაგისტრანტებმა: ლევან მათიაშვილმა - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პროექტისთვის, გიორგი შაყულაშვილმა - სამთოსათხილამურო კომპლექსის პროექტისთვის ბაკურიანში (ხელმძღვანელი გია ნადირაძე); გიორგი მელაძემ - თანამედროვე გარემოში ახალი საცხოვრისის პროექტისთვის (ხელმძღვანელი მედეა მელქაძე); ბაკალავრებმა: ალექსანდრე ხასიამ - მრავალფუნქციური ბიზნეს-ცენტრის პროექტისთვის, ნანა ლეკვეიშვილმა - სასტუმრო კომპლექსის პროექტისთვის 100 ადგილზე (ხელმძღვანელი ზაზა სვანაძე).

სტუ-ის სტუდენტებმა ერევანში გამართულ კონკურსზე წარმატება მოიპოვესჟიურის გადაწყვეტილებით, მეორე პრემია მიენიჭა ბაკალავრ ვახტანგ ნემსაძეს - სასტუმრო კომპლექსის პროექტისთვის 300 ადგილზე (ხელმძღვანელი მედეა მელქაძე).
სტუ-ის სტუდენტებმა ერევანში გამართულ კონკურსზე წარმატება მოიპოვეს
 
 

ასევე:

  • ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო წარმატება
  • "არქიტექტურული პრემია 2010"-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
  • არქიტექტურის საერთაშორისო ფორუმი „ინტერარქ-2015“
  • “უნივერსში“ ჩეხი და ქართველი სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
  • სტუდენტურ არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge