არქიტექტურის საერთაშორისო ფორუმი „ინტერარქ-2015“ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

არქიტექტურის საერთაშორისო ფორუმი „ინტერარქ-2015“ სტუ
4-06-2015, 17:03
არქიტექტურის საერთაშორისო ფორუმი „ინტერარქ-2015“-ზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს.

ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ წელს მეთოთხმეტედ უმასპინძლა უმნიშვნელოვანეს არქიტექტურულ ფორუმს – არქიტექტურის მსოფლიო ტრიენალეს. ტრიენალე მსოფლიო არქიტექტურის სამი წლის მონაგარის შეჯამებაა. საერთაშორისო ჟიური ავლენს საუკეთესო ნაწარმოებებს (პროექტები, რეალიზაცია), არქიტექტურულ წიგნებსა და ჟურნალებს, საუკეთესო სამაგისტრო და საბაკალავრო დიპლომებს. ასევე, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსები ერთობლივი გამოფენით აბარებენ „ანგარიშს“.

ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმში, რომელიც 1983 წლიდან იღებს სათავეს, მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარგზავნილი ქართველი არქირტექტორებიც, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი ვახტანგ დავითაია, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გოჩა მიქიაშვილი, ასევე, სტუ-ის ოთხი სტუდენტი.

ტრიენალეზე სტუდენტური სადიპლომო პროექტების კონკურსში წარმოდგენილი იყო 80 პროექტი. ტრიენალეს დიდი ვერცხლის მედლით და საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა სტუ-ის არქიტექტურული სკოლის მაგისტრანტი თორნიკე აბულაძე, პროექტისთვის „ქართული საბრძოლო ხელოვნების სკოლა“, ხოლო მაგისტრანტ ანა ბიბილაშვილს, პროექტისთვის „მრავალფუნქციური ცათამბჯენი“, გადაეცა სერვანტესის ინსტიტუტის სპეციალური პრემია და საპატიო დიპლომი.

ქართველ არქიტექტორ-რესტავრატორს მიხეილ გელაშვილს და კონსტრუქტორს ზურაბ გაჩეჩილაძეს „მრავალძალის წმინდა გიორგის ტაძრის“ რესტავრაციისთვის მიენიჭათ 2015 წლის ევროპული კულტურის დედაქალაქად აღიარებული ფრანგული ისტორიული ქალაქ მონსის მერის მიერ დაწესებული პრემია.

პირველი პრემია მიენიჭა აკადემიკოს ვახტანგ დავითაიას ორ პროექტს – „ხელოვნების ცენტრ „მთაწმინდას“ (რეკონსტრუქცია-გაფართოება) და მემორიალს „არა ომს“.

აღსანიშნავია გია ჯოხთაბერიძის იდეით განხორციელებული, გამომცემლობა „სეზანის“ მიერ გამოცემული საავტორო წიგნის – „ვახტანგ დავითაია. არქიტექტურა. ფერწერა. გრაფიკა“ – წარმატება. წიგნმა მიიღო არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის სპეციალური პრემია და ვერცხლის მედალი, ასევე ,ბულგარეთის არქიტექტორთა კავშირის პრემია.

ასეთივე პრემია და საპატიო დიპლომი გადაეცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის 90-წლიანი ისტორიის და თანამედროვეობის ამსახველ კატალოგს, რომელიც პროფესორ გოჩა მიქიაშვილის ხელმძღვანელობით არქიტექტურის ფაკულტეტის თანამშრომელთა მრავალწლიანი შრომის შედეგია. სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტს გადაეცა საპატიო დიპლომი „სტუდენტური ნამუშევრების მაღალი დონისთვის“.

ამ ფორუმზე ცნობილი ახალგაზრდა არქიტექტორი გიორგი ხმალაძე აირჩიეს არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორად, რაც ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი აღიარებაა.

„უცხოელი კოლეგების მიერ „ინტეარქ-2015“-ის „ქართულ ტრიენალად“ მონათვლა, როგორც ჩანს, არცთუ უსაფუძვლო იყო“, _ აცხაედებენ ქარტველი არქიტექტორები.

მათი განცხადებით, უმნიშვნელოვანესი იყო შეხვედრები, საუბრები, ატმოსფერო, რომელიც თან ახლავს ასეთ მნიშვნელოვან ფორუმს. საავტორო გამოსვლებიდან განსაკუთრებული იყო იაპონელი ფუმიჰიკო მაკის, იტალიელი მასიმილიანო ფუქსასის, მალტელი რიჩარდ ინგლანდის, შვედი პიტერ პრანის, ჰოლანდიელი ერიკ ვან ეგერატის, რუსი ალექსანდრე კუდრიავცეცის, მექსიკელი ფრანცისკო სირანოს, ქართველი ვახტანგ დავითაიას, ამერიკელი მაიკლ ჯონსონის გამოსვლები.

ამ დიდ საერთაშორისო ფორუმზე არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის გარდა მსოფლიოს მრავალი ცნობილი ქალაქის ხელმძღვანელობა ანიჭებს მათ მიერ დაწესებულ პრემიებს გამორჩეულ არქიტექტურულ ნაწარმოებებს და მათ ავტორებს. ეს რა თქმა უნდა საკუთარი ქალაქის პოპულარიზაციის გარკვეულ მუხტსაც ატარებს. ტრიენალეზე ჩვენი დედაქალაქის პრემია ენიჭება „ტრადიციისა და თანამედროვეობის“ თვალსაზრისით საუკეთესო პროექტის ან რეალიზაციის ავტორს. ეს ნომინაცია თბილისის ნიშაა. ამჯერად „თბილისის პრემია“ მიენიჭა გამოჩენილ მალტელ არქიტექტორს რიჩარდ ინგლანდს. ინგლანდი მესამედ გახდა „თბილისის პრემიის“ ლაურეატი.

„ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თუ ბატონი რიჩარდ ინგლანდი მიიღებს ჩვენს შეთავაზებას და თბილისს რამდენიმე დღით ეწვევა. მისი შეხვედრა ქართველ არქიტექტორებთან, საავტორო ჩვენება, ლექცია, სტუდენტური „ვორკშოპი“ უაღრესად სასარგებლო იქნება ჩვენი ახალგაზრდობისათვის“, - აცხადებენ ქართველი არქიტექტორები.

ტრიენალეზე მოხდა აკადემიის უმაღლესი ჯილდოების გადაცემა – ბროლის გლობუსის და „წლის არქიტექტორის“ დაჯილდოება, ასევე, ახლად არჩეული აკადემიკოსების და პროფესორებისთვის მედლებისა და დიპლომები საზეიმო გადაცემა. ბროლის გლობუსის მფლობელი გახდა თბილისის იუსტიციის სახლის ავტორი, მასიმილიანო ფუქსასი, ხოლო „წლის არქიტექტორი“ გახდა ნიუ-იორკში, ტერორისტების მიერ განადგურებული ორი ცათამბჯენის ადგილას აგებული ახალი ცათამბჯენის ავტორი, თანამედროვე არქიტექტურის კლასიკოსი, იაპონელი ფუმიჰიკო მაკი.
 
 

ასევე:

  • თიბისი ბანკში არქიტექტურის ფაკულტეტის კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
  • სტუ მასპინძლობს პროექტს “ამერიკული არქიტექტურის პარადიგმები”
  • 10 მაისს არქიტექტურის ფაკულტეტის კრებულის პრეზენტაცია გაიმართება
  • სტუდენტურ არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს
  • სტუ-ში რიჩარდ მეიერის ოფისის მასტერკლასები და ლექციები ჩატარდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge