კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები ნატო-ს შტაბბინაში გაემგზავრებიან » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები ნატო-ს შტაბბინაში გაემგზავრებიან სიახლე
30-11-2011, 21:38
ნატო-სა და უსაფრთხოების საკითხებზე დაცული საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. კონკურსის ორი გამარჯვებული ბრიუსელში, ნატოს შტაბ ბინაში გაემგზავრება, ხოლო სამ ფინალისტს პერსონალური კომპიუტერები პირადად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გადასცა.

პროექტი ორგანიზაციამ „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ნატოს საზოგადოებრივი დიპლომატიის სამსახურის დაფინანსებით განახორციელა.

პროექტში ცხრა უმაღლესი სასწავლებელის 30-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. კონკურსის მიზანი იყო ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე დაინტერესებულ სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება, მათი ჩართულობის გაზრდა და ამ მიმართულებით წახალისება.

კონკურსში მონაწილეობა იმ ახალგაზრდებს შეეძლოთ, რომლებსაც ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე დაცული ნაშრომების საფუძველზე, უკვე მინიჭებული აქვთ ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე ნაშრომების კონკურსი ცხადდება
  • ნატოს საკითხებზე დაცული თემების კონკურსში გამარჯვებულებს დააჯილდოებენ
  • კონკურსში ”Imagine Cup” გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება
  • კონკურსის "ალიანტე 2010" დასკვნითი ნაწილი საქართველოში გაიმართება
  • მათემატიკური კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge