|
14-08-2011, 17:50
“ახალი თაობა - ახალი ინიციატივა” ნატოს საზოგადოებრივი დიპლომატიის სამსახურთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების კონკურსს ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს, რომლებსაც უკვე დაცული აქვთ თავიანთი (საბაკალავრო ან სამაგისტრო) ნაშრომები ნატოსა და უსაფრთხოების თემატიკაზე. კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 საუკეთესო ნაშრომი. პირველ და მეორე ადგილზე გასულ ნაშრომთა ავტორები გაემგზავრებიან ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში, ხოლო მესამე ადგილზე გასული დასაჩუქრდება პერსონალური კომპიუტერით.
კონკურსში მონაწილეობისათვის ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა: 20.09.11.
დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებმა უნდა მიმართონ ორგანიზაციას "ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“, ე. ტატიშვილის ქ. N 36, ბ.1, 0179, თბილისი, საქართველო; ტელ: (995 32) 231760; ვებგვერდი: www.ngni.net. |
|