|
21-10-2010, 02:49
21 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დააჯილდოებს „ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე დაცული საბაკალავრო-სამაგისტრო თემების კონკურსში“ გამარჯვებულებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათი განცხადებით, კონკურსი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივის“ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზოგადოებრივი დიპლომატიის განყოფილების მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. |
|