კონკურსში ”Imagine Cup” გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

კონკურსში ”Imagine Cup” გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება სიახლე
2-05-2012, 21:41
Microsoft-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონკურსში ”Imagine Cup” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, USAID-ს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში სტივენ ჰაიკინმა, მაიქროსოფთ საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა დავით ასათიანმა გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

Microsoft-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონკურსში ”Imagine Cup” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, USAID-ს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში სტივენ ჰაიკინმა, მაიქროსოფთ საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა დავით ასათიანმა გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს. პირველ ადგილზე გასული გუნდი „Greenbytes“ 2012 წლის 6-10 ივლისს ავსტრალიაში მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება, სადაც წარმატების შემთხვევაში, 25 000 დოლარს პრიზის სახით მიიღებს. საპრიზო ადგილზე გასულმა გუნდებმა ფასიანი პრიზები კომპანია „ალგორითმისაგანაც” მიიღეს.

პროექტი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგების, მათ შორის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო დარგის, კონკურენტუნარიანობის ზრდას ემსახურება. კონკურსში ”Imagine Cup” საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა. კონკურსის თემა იყო სამყარო, სადაც ტექნოლოგია მსოფლიოს აქტუალური პრობლემების მოგვარების პროცესშია ჩართული. გამარჯვებული გუნდის მიერ წარმოდგენილი პროექტი ქალაქის დასუფთავების პროცესის გაუმჯობესებას ეხებოდა.

”Imagine Cup”-ში მონაწილეობა 16 წლის ზემოთ ნებისმიერ სტუდენტს ან მოსწავლეს შეეძლო. რეგიონალური ფინალი 28 აპრილს გაიმართა და მასში 10 საუკეთესო გუნდი მონაწილეობდა. კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა და მისი ორგანიზატორები „მაიქროსოფთ საქართველო“ და სამინისტროს „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ არიან. მხარდამჭერებს შორისაა ასევე ”სინგულარ ჯგუფი”, ”ალგორითმი” და USAID-ის პროექტი ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა, რომელიც გამარჯვებული გუნდის ავსტრალიაში გამგზავრებას უზრუნველყოფს.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • ”Imagine Cup” გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება
  • საერთაშორისო კონკურსთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
  • კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები ნატო-ს შტაბბინაში გაემგზავრებიან
  • კონკურს ”ლეონარდო და ვინჩის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ
  • მათემატიკური კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge