კონკურს ”ლეონარდო და ვინჩის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

კონკურს ”ლეონარდო და ვინჩის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ სიახლე
16-12-2011, 00:20
ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში მოზარდების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტები დაათვალიერეს და გამარჯვებული პროექტების ავტორები დააჯილდოვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურესების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ და საქპატენტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ღვალაძემ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გამოფენა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურს ”ლეონარდო და ვინჩის” ფარგლებში გაიმართა. კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი” სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ წელს მეორედ ჩატარდა.

კომისიის მიერ 4 საუკეთესო პროექტი შეირჩა, გრანპრის მფლობელი სოსო მამუკაშვილი გახდა გამოგონებისთვის ”გონიერი მზის ენერგიის მიმღები წყარო”, იგი სასწავლო-შემეცნებითი ტურით ინგლისში გაემგზავრება. პირველ ადგილზე გასული ქართულ-უკრაინული პროექტის ავტორებს გიორგი პოპოვსა და ბოგდან ეგიკოვს 5 000 ლარი გადაეცათ, მეორე ადგილზე გავიდნენ და 3 000 ლარი გადაეცათ პროექტის ”ჭკვიანი ფანჯარა” ავტორებს ავთანდილ ციცქიშვილს, ლაშა აბაშიძესა და რევაზ ჭანიძეს, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა და 2 000 ლარი ერგო მოლდოველ ვერონიკა კაზაკის. გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული პროექტების ავტორებიც. გამოფენის ყველა მონაწილე პორტატული კომპიუტერით დაჯილდოვდა.

კონკურსის ფარგლებში ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულებებით, ასევე სასოფლო-სამეურნეო, ენერგეტიკის და საინჟინრო სფეროებში. მათგან ყველაზე საინტერესო და ინოვაციური პროექტები პავილიონში გამოიფინა. მათი ავტორები ორი დღის განმავლობაში საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციებს გააკეთებენ და დამთვალიერებლის კითხვებს უპასუხებენ. გამოფენას დაესწრებიან როგორც თბილისის, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეები.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი” ცხადდება
  • კონკურსში ”Imagine Cup” გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება
  • „ქართული კალიგრაფიის“ გამარჯვებული სტუ-ის სტუდენტი გახდა
  • მინისტრმა ”ყველაზე ჭკვიანი” დააჯილდოვა
  • სკოლებში მეცნიერთა საჯარო ლექციები გრძელდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge