„ქართული კალიგრაფიის“ გამარჯვებული სტუ-ის სტუდენტი გახდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

„ქართული კალიგრაფიის“ გამარჯვებული სტუ-ის სტუდენტი გახდა სტუ
1-07-2012, 00:49
კონკურს „ქართული კალიგრაფიის“ გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა კონკურსის „ქართული კალიგრაფიის“ მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ირინე ქურდაძემ მათ ფასიანი საჩუქრები გადასცა. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა კი ფონდის ფავორიტი გამოავლინა და დააჯილდოვა. სულხან სისაურმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს, მარიამ მათიაშვილს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ფარგლებში გამოცემული წიგნები - „მშენებელი ოსტატები შუა საუკუნეების საქართველოში“, ”არქირექტურის რესტავრაცია საქართველოში” და ”ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი” გადასცა.

კონკურსი „ქართული კალიგრაფია“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღისადმი მიძღვმილი „დამწერლობის ფესტივალის“ ფარგლებში ჩატარდა. მასში მონაწილეობა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა და კალიგრაფიის თემით დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს. კონკურსის მიზანია ქართული დამწერლობის, როგორც კულტურული ფენომენის პოპულარიზაცია და საუკუნეების ტრადიციის მქონე ქართული კალიგრაფიული სკოლის აღორძინება.

კონკურსის ფავორიტი ნამუშევრები გამოავლინეს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და სხვა ორგანიზაციებმა.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულის ნამუშევრების გამოფენა იხსნება
  • ახალგაზრდა მეცნიერებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცეს
  • ფუნდამენტური კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდა
  • საზღვარგარეთ არსებული ქართული საგანძურის მოძიება დაიწყო
  • რუსთაველის სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა სტუ-ში შეხვედრა გამართეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge