|
6-03-2012, 15:44
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონკურს Imagine Cup-თან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა.
პირველად საქართველოში ტარდება Microsoft-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი Imagine Cup. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, განურჩევლად უნივერსიტეტისა და ფაკულტეტისა (მინიმალური ასაკობრივი ზღვარი - 16 წელი). კონკურსანტებმა უნდა შექმნან მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ ოთხი წევრისგან შემდგარი გუნდი. გუნდს შეიძლება ჰყავდეს მენტორი. თითოეულ სტუდენტს მხოლოდ ერთი გუნდის წევრობა შეუძლია და თითოეულ მენტორს - მხოლოდ ერთი გუნდის მენტორობა. ყოველი გუნდი წარადგენს ერთ პროექტს. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 7 მარტიდან 15 აპრილამდე. ჟიურის მიერ გამოვლენილი 10 საუკეთესო გუნდი მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ფინალში 28 აპრილს. რეგიონალური ფინალი გაიმართება თბილისში. სამ გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ფასიანი პრიზები. პირველ ადგილზე გასული გუნდი 6-10 ივლისს გაემგზავრება სიდნეიში, ავსტრალიაში, მსოფლიო ფინალში მონაწილეობის მისაღებად, სადაც მას ელის მსოფლიო აღიარება და 25 000 $.
კონკურსის მიზანია ამა თუ იმ გლობალური პრობლემის მოგვარება ტექნოლოგიური გადაწყვეტის გზით.
პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 9 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, სადაც დაინტერესებული პირები მიიღებენ პასუხებს შეკითხვებზე. ინფორმაციის მისაღებად და შეკითხვების მოსამზადებლად მსურველებმა უნდა იხილონ ვებგვერდები: www.imaginecup.ge და www.fb.com/imaginecupgeorgia
პროექტის ორგანიზატორები არიან Microsoft Georgia და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. მხარდამჭერები - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, USAID, EPIGeorgia, სინგულარ ჯგუფი, ალგორითმი. |
|