|
19-11-2010, 15:20
30 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ “Red Bull"-ის შეჯიბრების ფინალი გაიმართება.
ნახევარფინალური შეხვედრები დაგეგმილია 24 ნოემბერს, 12:00 საათზე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე და 25 ნოემბერს, 12:00 საათზე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ.
ღონისძიების ორგანიზატორები ყველა მსურველს მოუწოდებენ, შექმნან ორკაციანი გუნდი, მოიფიქრონ ორიგინალური სახელი და მიიღონ მონაწილეობა ნახევარფინალში.
“Red Bull Cloud Hunter”-ის დევიზია “ოცნებობდი კოსმონავტობაზე? შეასხი შენს ოცნებას ფრთები და გააფრინე შენი ოცნების რაკეტა ცაში~.
“Red Bull Cloud Hunter”-ი არის კრეატიული პროექტი სტუდენტებისთვის საუკეთესო გამომგონებელის გამოსავლენად. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ სტუდენტს. ფინალში ერთმანეთს შეეჯიბრებიან თსუ-ისა და სტუ-ის სტუდენტები. მონაწილეობის მსურველებმა ადგილზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია. ადგილები შეზღუდულია. თამაშის წესები მარტივია: მონაწილეებს მიეცემათ 40 წუთი იმისთვის, რომ ადგილზე შექმნან რაკეტის ტიპის საფრენი აპარატი; ყველა საჭირო ნივთით სტუდენტებს უზრუნველყოფს კომპანია “Red Bull”-ი; გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს ჟიური და ისინი დასაჩუქრდებიან პრიზებით; სტუდენტების შემოქმედება შეფასდება ორი კრიტეიუმით: რაკეტის შორ დისტანციაზე ფრენა და მისი ვიზუალური მხარე; რაკეტის გაფრენაში სტუდენტებს დაეხმარებიან გამოცდილი კონსტრუქტორები. |
|