საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტარციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში გაიმართება სტუდენტთა ინოვაციური პროექტებისა და საინტერესო იდეების კონკურსთან დაკავშირებული პრეზენტაცია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს საინტერესო იდეებისა და ინოვაციური პროექტების გამოსავლენ კონკურსს, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია სტუ-ის ყველა სტუდენტს. კონკურსის მიზანია განსაკუთრებით პერსპექტიული ინოვაციური პროექტებისა და იდეების გამოვლენა, რომელიც მიიღებს უნივერსიტეტის მხარდაჭერას _ მათი შემდგომი სრულყოფისა და განხორციელების გზით.
მოწონებული წინადადებების ავტორებს გაეწევათ კონსულტაციები, როგორც ბიზნესგეგმის შემუშავებასა და საავტორო უფლების მოპოვების საქმეში, ასევე, იურიდიულ, ეკონომიკურ, მათემატიკურ, პროგრამული სისტემების შექმნის და სხვა საკითხებზე.
შეირჩევა და მომზადდება პროექტები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარსადგენად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად. საავტორო უფლება დაცული იქნება. პროექტის წარსადგენად შემუშავებულია განაცხადის ფორმა, რომლის აღება მსურველებს შეუძლიათ შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში. პროექტების წარმოდგენა შეიძლება ნებისმიერ დროს. კონფიდენციალურობა დაცული იქნება.
გარდა ამისა, გაიმართება მეორე პროექტის პრეზენტაცია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ატარებს კონკურსს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტების გამოსავლენად. კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები გაწევრიანდებიან სტუ-ის "შემოქმედთა კლუბში". შემუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, წახალისების სისტემა.
"შემოქმედთა კლუბში" გაერთიანებული სტუდენტებისთვის, მათი ინტერესების სფეროდან გამომდინარე, შემუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები და წახალისების სისტემა.
კონკურსი ჩატარდება 2011 წლის აპრილში, ორ ტურად.
კონკურსანტებმა პირველ ტურში უნდა ამოხსნან ამოცანები და ტესტები. პირველ ტურში გამარჯებულ სტუდენტებს მეორე ტურში მიეცემათ ინდივიდუალური დავალებები და ჩაუტარდებათ გასაუბრება.
"შემოქმედთა კლუბში" გაწევრების მსურველებმა სასურველია წარმოადგინონ საინტერესო პროექტები, იდეები, რომლებსაც განიხილავს და შეაფასებს კომისია. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ანკეტა და სპეციალური ფორმები შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში.
გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან.