"შემოდგომის ლეგენდასთან" დაკავშირებით სტუ-ში პრეზენტაცია გაიმართება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"შემოდგომის ლეგენდასთან" დაკავშირებით სტუ-ში პრეზენტაცია გაიმართება კულტურა, სპორტი
13-06-2011, 14:42
16 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, თეატრ-სტუდია "მოდი ნახეს" ფოიეში სტუდენტურ პროექტ "შემოდგომის ლეგენდასთან" დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსში “შემოდგომის ლეგენდა”. კონკურსს კომპანია “ჯეოსელი” და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რამდენიმე წელია ატარებენ. წელს ამ კონკურსში მონაწილეობენ სხვა უმაღლესი სასწავლებლებიც, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ, ლიტერატურის მოყვარულ ახალგაზრდებს კომპანია “ჯეოსელი” და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სთავაზობს მონაწილეობას სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსში „შემოდგომის ლეგენდა“.

წელს კონკურსში თბილისში აკრედიტირებული ცხრა უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლის
სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას:

• ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი
• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტი
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
• შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს
უნივერსიტეტი
• თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის
სახელმწიფო კონსერვატორია
• საქართველოს სახელმწიფო აგრარული
უნივერსიტეტი
•აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო
აკადემია
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
• სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსის დევიზია “შექმენი ახალი ლეგენდა და გააცანი შენი ნაშრომი მთელ საქართველოს”.

ლიტერატურული კონკურსი სტარტს სწავლის დაწყების დღეს აიღებს და ორ ეტაპად ჩატარდება:

I ეტაპი – შიდა შესარჩევი ტური
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ელ.ფოსტაზე – shemodgomis-legenda@tsu.ge
უნდა გამოაგზავნონ:

• პროზაული ნაშრომი (ნაწყვეტი) ნაბეჭდი სახით,
არა ნაკლებ ერთი და არა უმეტეს სამი თაბახის
გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია.

• შევსებული ანკეტა, რომელიც ყველა მონაწილე
სასწავლებლის ოფიციალურ ვებგვერდზეა
განთავსებული.

უნივერსიტეტის ჟიური შიდა შესარჩევ ტურში გამოავლენს 15 საუკეთესო კანდიდატს, რომლებიც
მეორე ტურში გადაინაცვლებენ და კონკურსის მთავარი – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები
გახდებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია „ჯეოსელის“ პრიზებს
გამარჯვებული სამეული მიიღებს:

I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო,
II ადგილი – 700 ლარი,
III ადგილი – 500 ლარი.
 
 

ასევე:

  • სტუ-ის სტუდენტები ლიტერატურულ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას
  • სტუ-ის სტუდენტები კონკურს "შემოდგომის ლეგენდაში" მიიღებენ მონაწილეობას
  • "შემოდგომის ლეგენდასთან" დაკავშირებით სტუ-ში შეხვედრა გაიმართა
  • სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს
  • სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი – შემოდგომის ლეგენდა 2014






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge