|
2-10-2011, 03:41
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა შორის ცხადდება კონკურსი “ორიგინალური გადაწყვეტა”. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს ინოვაციური ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტები, რომლებსაც შემდგომ ექნებათ ყოველმხრივი ხელშეწყობა: დაენიშნებათ სწავლების ინდივიდუალური გრაფიკი; მათთვის შემუშავდება სწავლების, შემეცნებით-საგანმანათლებლო სპეციალური პროგრამები; ისინი ჩაერთვებიან სამეცნიერო, გამოყენებით, პრობლემურ საკითხთა გადაწყვეტასა და დანერგვაში. გამორჩეული სტუდენტები გაწევრიანდებიან “სტუ-ის შემოქმედთა კლუბში”. კლუბის წევრები მიიღებენ სახელობით სტეპენდიებს და უნივერსიტეტის დამამთავრებელ დიპლომს, სადაც აღინიშნება მათი ინოვაციური საქმიანობის შესახებ. ინოვაციური ნიჭით დაჯილდოებულ სტუდენტთა გამოსავლენად გაიმართება სხვა სახის კონკურსებიც (ახალი სასწავლო წლიდან). ამჯერად შერჩეულია ერთი საკონკურსო დავალება: • გამაფრთხილებელი მოწყობილობა. შინიდან გასვლისას, შესაძლებელია, ჩართული დაგრჩეთ საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობა (უთო, სარეცხი მანქანა, ნათურა და სხვ.), რაც, რა თქმა უნდა, არასასურველია. შექმენით “მოწყობილობა” (სისტემა), რომელიც მოგაწვდით ინფორმაციას (ხმოვანი თუ ვიზუალური) იმის შესახებ, თუ რა (რომელი) მოწყობილობაა ჩართული. საკონკურსო ნამუშევრის პრეზენტაცია უნდა შესრულდეს PowerPoint-ში. იგი უნდა მოიცავდეს “მოწყობილობის” (სისტემის) დეტალურ აღწერას (ფუნქციონალურ, სტრუქტურულ სქემებს და ა.შ.). ანგარიშში აუცილებლად უნდა იყოს მოკლე მიმოხილვა იმისა, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად საკონკურსო თემატიკასთან დაკავშირებით მსოფლიოში). კონკურსანტმა უნდა შექმნას წარმოდგენილი “მოწყობილობის” (სისტემის) მოქმედი მაკეტი. სასურველია, წარმოადგინოთ პროექტის რეალიზაციის ბიზნესგეგმა. • შეადგინეთ და წარმოადგინეთ მომავალი საკონკურსო დავალებები. თემატიკა შეუზღუდავია (საკონკურსო დავალების წარმოდგენა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს). ერთ-ერთი ასეთი პროექტი - „სატელევიზიო ანძა პეკინში“, რომელიც “დისქავერის” ვიდეოარქივიდანაა აღებული, მოამზადეს სტუდენტებმა: დავით ყიფშიძემ (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი) და ნოდარ ჩაჩხიანმა (სამშენებლო ფაკულტეტი) . ინოვაციური საკონკურსო დავალების შესრულება, როგორც წესი, მოითხოვს ისეთი ჯგუფის შექმნას, რომელშიც გაერთიანებული არიან სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები: ელექტრიკოსები, ინფორმატიკოსები, მექანიკოსები და სხვ.. “ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი სამსახური” ახალგაზრდებს დაეხმარება ასეთი ჯგუფის ორგანიზებაში. ამა თუ იმ საკონკურსო ამოცანის გადაწყვეტისთვის სტუდენტს შეუძლია წარმოადგინოს ირეალურ-ფანტასტიკური გზა (კომპიუტერული იმიტაციური მოდელის სახით). ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების სამართლებრივი დაცვა. სამუშაოთა შედეგები დაცული იქნება “საქართველოს საპატენტო კანონითა” და “საქართველოს კანონით საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იღებს ვადლებულებას, რომ სტუდენტის მიერ წარმოდგენილი იდეა/პროექტი არ გახმაურდება და მის შემდგომ რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით. კონკურსანტებს ყველა საკითხში გაეწევათ კვალიფიციური კონსულტაციები. დაინტერესებულმა პირებმა კონსულტაციებისთვის უნდა მიმართონ რამინ ჩიხლაძეს (საკონკურსო წინადადების ავტორი) - პროფესორი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, ელექტროსადგურების, ქსელებისა და სისტემების მიმართულება, VIII კორპუსი, მე-8 სართული. ტელ.: 6826, მობ.: (599) 730940. წინადადება საკონკურსოდ მოამზადეს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორებმა (საკონკურსო მიმართულების ხელმძღვანელებმა): გელა ღვინეფაძემ - VI კორპუსი, II სართული, 205ა. ტელ.: 65 94, მობ.: (595) 614998; ლევან იმნაიშვილმა - VI კორპუსი, III სართული, 318დ. ტელ.: 6522, მობ.:(599) 100973. აღნიშნულ საკითხებში არსებული ტექნიკის დონის დასადგენად, ინფორმაციული წყაროების მოძიების კუთხით და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებში კონსულტაციებისთვის დაინტერესებულმაპირებმა უნდა მიმართონ პროფსორ გივი სიბაშვილს, კომერციალიზაციის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს. სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ტელ.: 2-36-30-15, 6741. კონკურსში გამარჯვებული დაჯილდოვდება 500 ლარით. ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან ასევე სხვა გამორჩეული პროექტების ავტორები. საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 22 ნოემბერი. ნამუშევრები განთავსებული უნდა იყოს ორ დახურულ კონვერტში. ერთში უნდა იყოს მხოლოდ სტუდენტის წინადადება და დევიზი, მეორეში - დევიზი და ვინაობა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარმადგინონ მისამართზე: • ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი სამსახური. ტელ: 6515, 2364128. სტუ, VIII კორპუსი, III სართული, 306ბ. • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა. სტუ, ადმინისტაციული კორპუსი, II სართული, ტელ: 6246, 2365129 აღნიშნული პროექტის ორგანიზატორები არიან სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი სამსახური. დამატებითი ინფორმაციისთვის შესაძლებელია დარეკვა ტელეფონის ნომერზე: 6515. 2364128. |
|