სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის საუკეთესო ნაწარმოების გამოსავლენად კონკურსი ცხადდება » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის საუკეთესო ნაწარმოების გამოსავლენად კონკურსი ცხადდება სტუ
12-10-2012, 13:33
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 90 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი საუკეთესო ნაწარმოების - სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობის, გრაფიკული ან ფერწერული ნამუშევრის, ფოტოხელოვნების ნიმუშის - გამოსავლენად.

სტუ-ის მწერალთა და მეცნიერთა შემოქმედებითი გაერთიანება და ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი სამსახური აცხადებენ კონკურსს
საუკეთესო ნაწარმოების - სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობის, არქიტექტურული პროექტის, გრაფიკული ან ფერწერული ნამუშევრის, ფოტოხელოვნების ნიმუშის - გამოსავლენად.
საკონკურსო მოთხრობის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 15 გვერდს, ხოლო სამეცნიერო-ფანტასტიკური სახვითი ხელოვნების ნიმუში, სასურველია, თითოეულმა ავტორმა გამოგზავნოს ერთიდან სამ ვარიანტამდე.

კონკურსის შედეგად, გამოვლინდება თითო-თითო გამარჯვებული: ფანტასტიკური მოთხრობის, არქიტექტურული პროექტის, გრაფიკულ ან ფერწერულ და ფოტოკონკურსებში. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრემიები, თითოეულს 250 ლარის ოდენობით. ფულადი ჯილდოს მიიღებენ, აგრეთვე, საკონკურსო კომისიის მიერ გამორჩეული ნამუშევრების ავტორები.

საკონკურსო ნაწარმოების წარმოდგენის ბოლო ვადაა ა.წ. 5 დეკემბერი. შედეგები გამოქვეყნდება საახალწლოდ.

საკონკურსო ნაწარმოები უნდა გამოიგზავნოს დევიზით, ცალკე კონვერტში, ავტორის სახელისა და გვარის მითითებით.

კონკურსში გამარჯვებული მასალები გამოქვეყნდება ჟურნალ „პარალელში“.
საკონკურსო მასალები უნდა გამოგზავნოთ მისამართზე: სტუ. VIII კორპუსი. III სართული. ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი სამსახური. ოთახი 316.ბ. ტელ: 236 41 28. 6515.
 
 

ასევე:

  • საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკური ნაწარმოებების ავტორები დააჯილდოვეს
  • ცხადდება კონკურსი “ორიგინალური გადაწყვეტა”
  • ცხადდება კონკურსი სტუდენტური სერვისცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე
  • კონკურს “ორიგინალურ გადაწყვეტაში” გამარჯვებული გამოვლინდა
  • სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი ცხადდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge