|
23-05-2012, 00:39
დამთავრდა კონკურსი სტუ-ის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს შორის “ორიგინალური გადაწყვეტა - საცხოვრებელ ბინებში გაზის გაჟონვის სიგნალიზატორი და მონიტორინგის სისტემა“. საკონკურსო კომისიამ (თავმჯდომარე ნუგზარ იაშვილი - შპს „ანალიზხელსაწყოს“ დირექტორის მოადგილე) განსახილველად დაუშვა სამი ნამუშევარი. გამარჯვებულად დასახელდა: სოსო ნინიძე, გიორგი ბექაური - ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი; საზომი ტექნიკის, ექსპერტიზისა და ხარისხის მართვის მიმართულება; II კურსის სტუდენტები (ხელმ. სრ. პროფესორები: ზაალ აზმაიფარაშვილი და ზურაბ ჯოხარიძე). მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა აპრობირებული და მოწონებული იქნა დასანერგად შპს „ყაზტრანსგაზში“. აღნიშნული იქნა ის იდეები და მიგნებები, რომლებიც ასახული იყო იური სტოროჟენკოს (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, II კურსი), ლერი არველაძის (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, II კურსი) და ტატიანა სამკოვას (ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, IV კურსი) ერთბლივ ნამუშევარში. აგრეთვე, მიხეილ ბუჩუკურის (ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, III კურსი) პროექტში. კონკურსის პირობების მიხედვით გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები. პროექტის ორგანიზატორები: ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი სამსახური, სტუდენტური თვითმმართველობა. |
|