|
15-06-2012, 18:58
კონკურსი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტთა შორის "ორიგინალური გადაწყვეტა - საცხოვრებელ ბინებში გაზის გაჟონვის სიგნალიზატორი და მონიტორინგის სისტემა” დასრულდა. სტუ-ის და შპს “ანალიზხელსაწყოს” მეცნიერთა და სპეციალისტთა ჯგუფმა დაასრულა მუშაობა მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზის გაჟონვის დაფიქსირებისა და მონიტორინგის სისტემის შექმნაზე.
გამარჯვებულად დასახელდნენ მეორე კურსის სტუდენტები: სოსო ნინიძე და გიორგი ბექაური.მათ შექმნეს მონიტორინგის სისტემის დანიშნულება - დაფიქსირდეს გაზის გაჟონვის ფაქტი, მიიღოს სიგნალი გადამწოდიდან და განსაზღვროს, რომელ ბინაში მოხდა გაზის გაჟონვა.
აღსანიშნავია, რომ მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა აპრობირებული და მოწონებული იქნა დასანერგად შპს “ყასტრანსგაზში" მთელი საქართველოს მასშტაბით.
კონკურსის პირობების მიხედვით, გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო 600 ლარის ოდენობით. პროექტის ორგანიზატორები: ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი სამსახური; სტუდენტური თვითმმართველობა; პროექტის ხელმძღვანელი - შპს “ანალიზხელსაწყოს” დირექრორის მოადგილე - ნუგზარ იაშვილი; კომისიის წევრები: სრული პროფესორი ი. კვირიკაძე, ასოცირებული პროპესორი გ. ღვინეფაძე, სრული პროფესორი მ. ახობაძე, სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ა.ადეიშვილი. |
|