|
13-03-2012, 01:20
ლაბორატორიული სამუშაოების შესაქმნელად, "ინფორმატიკისა და მართვის სისტემების“ და "ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის“ ფაკულტეტების სტუდენტთა შორის ცხადდება კასტინგი. ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი სამსახური, სტუდენტური თვითმმართველობა. კონკურსის მონაწილეს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა (Intermediate, Upper-Intermediate, Advanced ან უფრო მაღალ დონეზე); დაპროგრამების ენა C++ და Windows XP მაღალ დონეზე; IT-ტექნოლოგიების ცოდნა; კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. კონკურსი ჩატარდება წერითი ტესტირებით და შემდგომი გასაუბრებით. კასტინგის პირველი ეტაპი ჩატარდება 14 მარტს, 14:00 საათზე, VI კორპუსში, 306ა აუდიტორიაში.
დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დაუკავშირდნენ ორგანიზატორებს: E-mail: ertad_c@yahoo.com , ტელ.: 236-41-28; 65-15 (შიდა ნომერი). |
|