|
18-06-2012, 13:11
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში “სტუდენტური სერვისცენტრის” პრეზენტაცია გაიმართა.
ახალი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სფერო მორალურად მოძველებული და მწყობრიდან გამოსული კომპიუტერული ტექნიკის გაახლებისა და მეორეული ნივთების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამუშაოში სტუდენტების აქტიური ჩართვაა.
პრეზენტაცია წარმოადგინეს სტუდენტებმა: გვანცა ლომაიამ (ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, სახელმწიფო და ადმინისტრაციული სამართალი, მაგისტრატურა, 1-ლი კურსი), მიხეილ ბუჩუკურმა (ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, მე-3 კურსი), თორნიკე ყიფშიძე, მამუკა ბარათაშვილი (არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, მე-3 კურსი), გიორგი კუჭავა, გივი შაფაქიძე, კობა ვასაძე, ლერი არველაძემ, იური სტოროჟენკომ (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი).
გარდა ამისა, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კალიფორნიის (აშშ) უნივერსიტეტისა (UCLA) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტი - ლაბორატორიული სამუშაოები ინფორმატიკისა და ტელეკომუნიკაციის სპეციალობების სტუდენტებისთვის. მომხსენებლები იყვნენ ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის სტუდენტები: გიორგი ფეტელვა, კოტე ბეგიაშვილი, ხელმძღვანელი - პროფესორი ჯემალ ბერიძე.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციური საქმიანობის სამსახური - “ერთად” და სტუდენტური თვითმმართველობა. |
|