გაიმართა პრეზენტაცია “სტუდენტური სერვისცენტრის” საქმიანობის შესახებ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გაიმართა პრეზენტაცია “სტუდენტური სერვისცენტრის” საქმიანობის შესახებ სტუ
23-04-2013, 14:41
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა პრეზენტაცია ორგანიზაცია "სტუდენტური სერვისცენტრის" საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესრულების შესახებ. პრეზენტაცია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა გივი შაფაქიძემ გამართა.

სტუდენტური სერვისცენტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული სტრუქტურაა, იგი შექმნილია და დამტკიცებულია სტუ-ის აკადემიური საბჭოსა და სენატის გადაწყვეტილების საფუძველზე. ცენტრი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იგი დაკომპლექტებულია ტექნიკური უნივერსიტეტის წარჩენებულიდა კვალიფიციური სტუდენტებით.

სერვისცენტრი უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკის მომსახურებას, მეორეული ტექნიკისა და ნივთების მოძიებას, მათ შეკეთებასა და რეალიზაციას, სტუდენტების ინოვაციური პროექტების რეალიზაციას. ასევე ახორციელებს კომპიუტერთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას, რაც მოიცავს შემდეგს: კომპიუტერის დიაგნოსტიკა და პრობლემების აღმოფხვრა; კომპიუტერის განახლება (Upgrade); ოპერაციული სისტემების ინსტალაცია(Windows XP, Windows 7, Linux); პროგრამების ინსტალაცია: Microsoft Office, AVG ან Microsoft Security Essentials, ყველა დრაივერის ინსტალაცია, Adobe Reader, Flash Player, Gom Player, WinRaR, Daemon Tools, Opera, Google Chrome და სხვა; კომპიუტერისა და ფლეშ ბარათების ვირუსებისგან გაწმენდა; მცირე და საშუალო ქსელების ინსტალაცია; საოფისე მომსახურება (PowerPoint-ში პრეზენტაციების შექმნა,Word-ში ტექსტის აკრეფა, Excel-ში ცხრილების შექმნა); კონსულტაციები და სწავლება; Backup სერვისი(დაკარგული ფაილების აღდგენა) და სხვა.

გარდა ამისა, ცენტრი ხელს უწყობს დაინტერესებული სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ ჩამოყალიბებას IT-სფეროში, ასევე მათი იდეებისა და პროექტების რეალიზაციას.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში “სტუდენტური სერვისცენტრის” პრეზენტაცია გაიმართა
  • ცხადდება კონკურსი სტუდენტური სერვისცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე
  • ინოვაციური პროექტების კონკურსთან დაკავშირებული პრეზენტაცია გაიმართა
  • Windows 7 რეკორდული სისწრაფით იყიდება
  • სტუ-ში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge