|
12-11-2009, 14:26
Microsoft-ის გენერალური დირექტორის, სტივ ბალმერის განცხადებით, ოპერაციული სისტემა Windows 7 რეკორდული სისწრაფით იყიდება. ბალმერის თქმით, Windows 7-ის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა პირველი კვირების განმავლობაში ყველა სხვა პროგრამული პლატფორმის გაყიდვებს გადააჭარბა. ანალიტიკური კომპანია NPD Group-ის შეფასებით, Windows 7-ის გაყიდვამ გამოსვლის შემდეგ იმ მოთხოვნას, რომელიც Windows Vista-ზე საწყის ეტაპზე იყო, 234%-ით გადააჭარბა. ამას გარდა, Windows 7-ის გამოსვლამ ოქტომბრის ბოლო კვირაში პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების ზრდაც განაპირობა, რომელთა რეალიზაციამაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49%-ით მოიმატა. პროგრამული პლატფორმების მსოფლიო ბაზარზე Windows 7-ის წილი უკვე აღემატება 3%-ს და ეს რიცხვი კვლავაც იზრდება. |
|