|
19-12-2012, 18:03
დამთავრდა კონკურსი სტუ-ის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს შორის საუკეთესო ნაწარმოების − სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობის, გრაფიკული ან ფერწერული ნამუშევრის, ფოტოხელოვნების ნიმუშის − გამოსავლენად. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით (თავმჯდომარე – რევაზ მიშველაძე), პრემიები მიეკუთვნა: სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობისთვის: II პრემია – თეონა გვაძაბიას, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, IV კურსი, 108970-ე ჯგუფი; III პრემია – მონიკა შონიას, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, II კურსი, 2163-ე ჯგუფი; სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფერწერული ნამუშევრისთვის: II პრემია – გიორგი ჯინორიძეს, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, II კურსი, 6102-ე ჯგუფი; ნათია ჩიტიაშვილს, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, I კურსი, 6205-ე ჯგუფი; III პრემია – ნოდარ კვანჭიანს, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, III კურსი, 6001-ე ჯგუფი; წამახალისებელი პრემიები გადაეცათ: ზაალ სალუაშვილს (არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, III კურსი, 6001-ე ჯგუფი) და თეონა გვაძაბიას (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, IV კურსი, 108970-ე ჯგუფი).
კონკურსის პირობების მიხედვით, გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები. მოთხრობები გამოქვეყნდება ჟურნალ “პარალელში”. |
|