|
3-04-2010, 00:45
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 78-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ახალი ფორმატით ტარდება ( http://gtu.ge/brdz.php). ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილება ავრცელებს.
მათი განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სტუ-ის თითოეულ ფაკულტეტზე გაიმართება სტუდენტებთან შეხვედრა თემაზე: “სტუ-ის სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების ახალი ფორმატის გაცნობა-პრეზენტაცია“.
სტუდენტებთან შეხვედრისა და კონფერენციის ჩატარების ფორმატის პრეზენტაციის განრიგი ასეთია :
12 აპრილი, 14:00 საათი _ სამშენებლო ფაკულტეტი (I კორპუსი, V სართული, ბიბლიოთეკა);
13 აპრილი, 12:00 საათი _ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი (VIII კორპუსი, IV სართული, 418-ე აუდიტორია);
14 აპრილი, 14:00 საათი _ ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი (VI კორპუსი, IX სართული, ჟანი კალანდაძის სახელობის აუდიტორია);
15 აპრილი, 13:00 საათი _ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი (VI კორპუსი, III სართული, # 311-ა აუდიტორია);
16 აპრილი, 14:00 საათი _ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი (III კორპუსი, III სართული, 312-ე აუდიტორია);
მსგავსი პრეზენტაციები უკვე ჩატარდა რამდენიმე ფაკულტეტზე: ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის; არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის; სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის. |
|