”ქართული ფოლადი” სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

”ქართული ფოლადი” სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს სტუ
19-03-2011, 16:43
სააქციო საზოგადოება ”ქართული ფოლადი” საქართველოს უნივერსიტეტების ბაკალავრიატის მესამე კურსელთათვის აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად. კონკურსი შედგება სამი ტურისგან, რომელთა შედეგად შეირჩევა 10 სტიპენდიატი. გამორჩეულ სტუდენტებს ერთი წლის განმავლობაში დაენიშნებათ სტიპენდია თვეში 200 ლარის ოდენობით.

პირველი ტური გულისხმობს IQ-ისა და ზოგადი უნარების ტესტებს.

მეორე ტურში სტუდენტები გაეცნობიან მსოფლიოს ცნობილი ბიზნესკომპანიების განვითარების ისტორიას და, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეასრულებენ კონკრეტულ დავალებას.

მესამე ტურში გასული სტუდენტები მოამზადებენ ინდივიდუალურ პროექტებს, რომელთა პრეზენტაციაც კომისიის წინაშე გაიმართება.

კომისია დაკომპლექტდება ს.ს. ”ქართული ფოლადის” მენეჯერებისგან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატის მესამე კურსის ყველა სტუდენტს, მიუხედავად მისი აკადემიური მოსწრებისა.

დეტალური ინფორმაციის მიღება კონკურსის შესახებ შესაძლებელია პრეზენტაციაზე, რომელიც ჩატარდება 23 მარტს, 15:00 საათზე, სტუ-ის მცირე სააქტო დარბაზში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებლი პირები უნდა დაუკავსირდნენ სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ან სტუდენტურ თვითმმართველობას. საკონტქტო ნომერი: 36 53 45
 
 

ასევე:

  • ”ქართული ფოლადის” მიერ გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამის მონაწილეთა ტესტირება ჩატარდა
  • სახელობითი სტიპენდიის კონკურსი ცხადდება
  • ინოვაციური პროექტების კონკურსთან დაკავშირებული პრეზენტაცია გაიმართა
  • სტუ საუნივერსიტეტო კონკურსს აცხადებს
  • სტუდენტური კონკურსი






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge