სახელობითი სტიპენდიის კონკურსი ცხადდება » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

სახელობითი სტიპენდიის კონკურსი ცხადდება სიახლე
6-12-2012, 15:43
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკისა და იურიდული მიმართულებების სტუდენტებს სახელობითი სტიპენდიის კონკურსში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აუდიტორული კომპანია - "კაპტო ჯგუფი" აცხადებს სახელობითი სტიპენდიის კონკურსს საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მესამე კურსის ბიზნესის, ეკონომიკისა და იურიდული მიმართულებების სტუდენტებისთვის.

კონკურსის მონაწილე საუკეთესო სამეული დაჯილდოვდება სხავადასხვა ოდენობის ერთწლიანი სტიპენდიით. ხოლო საუკეთესო ხუთეულს ექნება "კაპტო ჯგუფში" სტაჟირების შესაძლებლობა, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს აკრედიტებული უნივერსიტეტების ბიზნესის, ეკონომიკისა და იურიდიული მიმართულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც 2012-2013 სასწავლო წლისათვის არიან მესამე კურსზე.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. პირველი ეტაპი: კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და კითხვარი. შევსებული რეგისტრაციის ფორმა და სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთის ასლი გაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: competition@rsmcapto.ge არა უგვიანეს 2012 წლის 14 დეკემბრისა. რეგისტრაციის გავლის შემდეგ სტუდენტი სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს მარტივ დავალებას და მისი შესრულების ვადებს. ამ დავალების შესრულების ხარისხი განაპირობებს კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადასვლას.

პირველ ეტაპში მონაწილეობს ყველა, ვინც შევსებულ სარეგისტრაციო ფორმასა და სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთის ასლს გაგვიგზავნის.

მეორე ეტაპი: კონკურსის მეორე ეტაპის მონაწილეებმა უნდა დაწერონ და წარმოადგინონ ბიზნესიდეა და გეგმა. ბიზნესგეგმის კრიტერიუმებსა და მისი შესრულების ვადებს სტუდენტს შეატყობინებენ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ბიზნესიდეებსა და ბიზნესისგეგმებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ბიზნესის მიმართულების ლექტორებითა და წარმატებული ბიზნესმენებისგან. წარმატებული მონაწილეები გადავლენ კონკურსის მესამე ეტაპზე.

მესამე ეტაპი: კონკურსის მესამე ეტაპის მონაწილეებმა კომპანიის მიერ მოწვეული ექსპერტების, ჟიურისა და სტუდენტების წინაშე უნდა ჩაატარონ თავიანთი ნაშრომების პრეზენტაცია.

კონკურსის მესამე ეტაპის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სიგელით. დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდება კონკურსის მონაწილე საუკეთესო ხუთეული.

პირველი ადგილი - 200-ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია 1 წლის განმავლობაში,
მეორე ადგილი - 150-ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია 1 წლის განმავლობაში,
მესამე ადგილი - 100-ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია 1 წლის განმავლობაში.

საუკეთესო ხუთეულს ექნება "კაპტო ჯგუფში" დასაქმების შესაძლებლობა.

კონკურსთან დაკავშირებული სიახლეები მუდმივად განთავსდება "კაპტო ჯგუფის" ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე: http://www.facebook.com/RSMCapto

შევსებული რეგისტრაციის ფორმა და სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთის ასლი სტუდენტმა უნდა გაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: competition@rsmcapto.ge არა უგვიანეს 2012 წლის 14 დეკემბრისა.

დამატებითი კითხვებისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: (995 32) 2 558899, 558 904199.
 
 

ასევე:

  • ”ქართული ფოლადი” სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს
  • სტუდენტური კონკურსი
  • ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
  • სტუ-ის სტუდენტები ლიტერატურულ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას
  • სტუ-ის სტუდენტები ლიტერატურულ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge