« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ვარძიაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაო შეაფასა |
სიახლე |
|
|
20-12-2009, 02:02
/GHN/ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ვარძიის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაო შეაფასა. კლდეში ნაკვეთი უნიკალური კომპლექსი ყოველწლიურად გადაუდებელი, პრევენციული სამუშაოს განხორცილებას საჭიროებს. ძეგლის ძირითად დაზიანებებს კლდეზე წარმოქმნილი კონგლომერატები იწვევენ. ჩამოვარდნილი კონგლომერტი კლდეზე ბზარებს წარმოქმნის და კომპლექსის ეტაპობრივი ნგრევის საშიშროებას ქმნის. საფრთხის ასარიდებლად კონგლომერატების ხელოვნური მოცილება და კლდის გაწმენდა ძეგლის გაჯანსაღების მთავარი გარანტია. ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული სამონასტრო კომპლექსის გადარჩენის მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით, ვარძიაში გადაუდებელი სამუშაო ხუთი წელია ხორციელდება. ამჟამად მთასვლელები ბიძინა გუჯაბიძის ხელმძღვანელობით სამონასტრო კომპლექსს მიუწვდომელი კონგლომერატებისგან ათავისუფლებენ და კლდის გაწმენდით სამუშაოს ახორციელებენ. პარალელურად სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს ვარძიის წყალამრიდი სისტემების გაწმენდითი სამუშაო. ვარძიის 2009 წლის სარეაბილიტაციო სამუშაო რამდენიმე დღეში დასრულდება და 2010 წლის გაზაფხულზე განახლდება. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
ასევე:
ფრესკების სარეაბილიტაციო სეზონი გაიხსნატექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები ვარძიის კომპლექსის კვლევით სამუშაოებში მონაწილეობენგრემის ახლად რეაბილიტირებული სამონასტრო კომპლექსი 28 აგვისტოს გაიხსნებადოდოს რქის მონასტერს რეაბილიტაცია უტარდებავარძიაში სათავგადასავლო სპორტული ტურნირი მოეწყობა
|
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|