გრემის ახლად რეაბილიტირებული სამონასტრო კომპლექსი 28 აგვისტოს გაიხსნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გრემის ახლად რეაბილიტირებული სამონასტრო კომპლექსი 28 აგვისტოს გაიხსნება კულტურა, სპორტი
26-08-2011, 00:19
ყვარელის რაიონში გრემის ახლად რეაბილიტირებული სამონასტრო კომპლექსი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე გაიხსნება. კომპლექსს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი გახსნის. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გრემის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია 2011 წლის მაისში დაიწყო. რესტავრაცია ჩაუტარდა გრემის მთავარანგელოზის სახელობის XVI საუკუნის ეკლესიას და გრემის ნაქალაქარში შემავალ სხვა არქიტექტურულ ძეგლებს. აშენდა დამატებითი ნაგებობები და მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა, ციხე-ეკლესიასთან მისასვლელი ქვის ბუნებრივი საფეხურები და დასასვენებელი ბაქნები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა გალავანს, მარანს, ისტორიულ სავაჭრო ქულბაქებს, კარიბჭე-გალავანს, მამათა მონასტერსა და დიდებულთა უბანს. აშენდა ბერების კელიები, კაფე და მუზეუმი. გაიწმინდა XVI-XVII საუკუნეების აბანო, რომელიც აქამდე მიწით იყო დაფარული.

როგორც ყვარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან გამსახურდიამ განუცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
 
 

ასევე:

  • დოდოს რქის მონასტერს რეაბილიტაცია უტარდება
  • ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ვარძიაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაო შეაფასა
  • დღეს "გვიანი შემოდგომის სიღნაღი” გაიმართება
  • ახაშენში ღვთისმშობლის ფრესკა აღმოაჩინეს
  • ფრესკების სარეაბილიტაციო სეზონი გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge