12 დეკემბერს სიღნაღში ღონისძიება "გვიანი შემოდგომის სიღნაღი” გაიმართება. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრშიდან აცხადებენ. როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნოდარ კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, ღონისძიებისთვის სიღნაღში ბევრ სტუმარს ელოდებიან. "ქალაქის ცენტრში დაიდგმება არყის სახდელი მოწყობილობა და ოჯახურ პირობებში გამოხდილი ჭაჭის არაყის დაგემოვნება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ამასთან ერთად, მოხდება “სიღნაღის ტურისტული გზამკვლევის” პრეზენტაცია. წიგნი ტურისტებისთვისაა განკუთვნილი”, - განაცხადა სიღნაღის გამგებელმა.