|
26-11-2010, 02:24
27 ნოემბერს სიღნაღში ჩატარდება ფესტივალი “შემოდგომის სურათები სიყვარულის ქალაქში".
როგორც რადიო "ჰერეთი" სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსის, ეკა გულიაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, ღონისძიება სამ ნაწილად ტარდება.
"ამ დღეს სიღნაღის ცენტრალურ ქუჩებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება: ბარათაშვილის ქუჩაზე გამოიფინება ხალხური რეწვის ნიმუშები. აივნები მოირთვება ძველი ქართული ხალიჩებით, ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მომღერლები გააცოცხლებენ სიღნაღის ძველ სახეს და ააჟღერებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს. აქვე განთავსდება ღვინის კასრები, ჩაიდგმება თონეები, შეიწვება მწვადი, მოდუღდება თათარა და გაივლება ჩურჩხელები", - განაცხადა ეკა გულიაშვილმა.
შემოდგომის ბოლო კვირას ფესტივალზე სიყვარულის ქალაქში რამდენიმე წყვილიც იქორწინებს. |
|