|
2-09-2011, 22:50
3 სექტემბერს, დაბა სტეფანწმინდაში სახალხო დღესასწაული "ყაზბეგობა 2011" გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები. მოეწყობა ცნობილი ქართველი დიზაინერის ლიკა ყაზბეგის დეფილე .
როგორც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, დღესასწაული ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართება. საზოგადობის წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარდგებიან ყაზბეგის, დუშეთის, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები.
გარდა ამისა, მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდება სპორტული ღონისძიება (დოღი), საბრძოლო ხელოვნებით წარდეგბა ხრიდოლი.
სახალხო დღესასწაული დაბა სტეფანწმინდაში რამდენიმე წელია ყოველ სექტემბერს ტარდება და ხევის ტრადიციების პოპულარიზაციას ემსახურება. ღონისძიება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება. ghn.ge |
|